вторник, 17 декабря 2013 г.

სიპაპ (CPAP) აპარატი, ხვრინვის წინააღმდეგ

2CPAP, სიპაპ თერაპია, მეტაბოლური სინდრომი, სიმსუქნე,  სომნოლოგი, ძილის აპნოე, ხვრინვა
კითხვა:–ბატონო დავით ვარ 47 წლის, ხვრინვის გამო ხშირად მეღვიძება ღამე, დილით კი სულ მეძინება და მუშაობაში მიშლის ხელს, გარდა ამისა მაქვს სიმსუქნე, დიაბეტი და მაღალი წნევა. ნათესავმა რომელიც გერმანიაშია მომწერა, რომ ხვრინვის პრობლემას იქ მკურნალობენ სპეციალური აპარატით, რომლითაც ავადმყოფს ასუნთქებენ ღამით სახეზე მიმაგრებული მასკით. გთხოვთ ამიხსნათ რა აპარატზეა საუბარი და რამდენად  ეფექტურია ხვრინვის სამკურნალოდ?
http://www.medgeo.net/2013/12/07/consultaciebi-24/
პასუხი: ბატონო არჩილ აქ საუბარია სასუნთქ გზებში უწყვეტი დადებითი წნევის მიწოდების აპარატზე (სიპაპ თერაპია). 1981 წელს ძილის აპნოეს მძიმე ფორმების სამკურნალოდ მოწოდებული იქნა უნიკალური აპარატი, რომელიც ქმნის მუდმივ დადებით წნევას სასუნთქ გზებში.  CPAP  (Continuous Positive Airway Pressure)  თერაპიის დროს მცირე კომპრესორი დრეკადი მილის საშუალებით აწვდის ჰაერის ნაკადს განსაზღვრული წნევით,  სასუნთქ გზებში. აპნოეს სამკურნალო აპარატი (სიპაპ), „საბერველივით“ ბერავს სასუნთქ გზებს  ძილის დროს, ხელს უშლის დაავადების განვითარების ძირითადი მექანიზმის განვითარებას და ამით სასუნთქი გზების გადაკეტვას.

სიპაპის მეთოდით მკურნალობა (CPAP) ითვლება აპნოეს სინდრომის ძირითად მკურნალობად.  ამ მეთოდით მკურნალობა ხდება აპნოეს მკურნალობათა 80% ში.

სიპაპ აპარატები ერთმანეთისგან განსხვავდება კონსტრუქციული და ფუნქციური თავისებებურებით და წარმოდგენილი არიან მარტივი აპარატიდან, ავტომატურ–სიპაპ აპარატებამდე, რომლებიც გარდა ჟანგბადის წნევის ავტომატურად დარეგულირებისა,  ათბობენ და ატენიანებენ ჰაერს, რათა არ მოხდეს სასუნთქი გზების გამოშრობა ან გადაცივება.

აპარატის გამოყენების წინ პაციენტი გადის კონსულტაციას ე.წ. სომნოლოგთან რომლის დროსაც ხდება სიპაპ აპარატის პარამეტრების დაყენება. არსებობს სახის მთლიანი  და ცხვირის ნიღაბი, რომელთა არჩევა ხდება ძილის აპნოეს სიმძიმის და კომფორტულობის მიხედვით.  ძალიან   დიდი მნიშვნელობა აქვს ნიღაბის მორგებას სახეზე და კომფორტულობის შეგრძნებას. არასწორად მორგებული ნიღაბი ხშირად გამხდარა სიპაპ თერაპიის შეწყვეტის მიზეზი. სიპაპ თერაპიის შედეგად უმჯობესდება ღამის ძილი, რაც იწვევს ღამით არტერიული წნევის დაქვეითებას. ახლად ჩატარებული გამოკვლევის HIPARCО–ს, თანახმად საშუალო არტერიული წნევის დაქვეითება მოხდა 10%–ით, აღინიშნა აგრეთვე, დიასტოლური წნევის დაქვეითებაც. შეგუბებითი გულის უკმარისობის დროს, სიპაპ თერაპია აუმჯობესებს ქსოვილების მომარაგებას ჟანგბადით და ხელს უწყობს გულის მუშაობის გაძლიერებას. სიპაპ თერაპია მნიშვნელოვნად აქვეითებს ძილის აპნოესთვის დამახასიათებელი გულის არითმიების, ინსულტის, დიაბეტის და დეპრესიის განვითარების რისკს. უმჯობესდება პაციენტის შრომისუნარიანობა, ემოციური ფონი, პაციენტი ხდება უფრო მობილიზირებული ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრისას. გარდა ამისა  სიპაპ თერაპიის შედეგად ხდება პაციენტის ჰაბიტუსის (გამომეტყველების) გაუმჯობესება. მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩაატარეს ცდა 22 მოხალისეზე, რომლებიც სიპაპ თერაპიით მკურნალობდნენ 2 თვის განმავლობაში. მკურნალობის დამთავრების შემდეგ მოხალისეთა 64%–მა  აღნიშნა, რომ ისინი მკურნალობის შემდეგ გადაღებულ სურთებში უფრო მომხიბლავად, ახალგაზრდულად და მხნედ გამოიყურებოდნენ ვიდრე მკურნალობის წინ გადაღებულ სურათებში. გარდა ამისა პაციენტთა უმრავლესობას გაუქრა თვალების და ლოყების სიწითლე და შეშუპება თვალბუდის ქვემოთ.


ინგლისური ჟურნალის – New England Journal of Medicine–გამოქვეყნებულ სტატიაში, აღნიშნულია რომ სიპაპ თერაპიის შედეგად მეტაბოლური სინდრომის მქონე პაციენტებში, ადგილი ჰქონდა ზედმეტი წონის მნიშვნელოვნად  შემცირებას, აგრეთვე სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესებას.

მსუბუქი და ზომიერი ძილის აპნოეს დროს სიპაპ თერაპიის გამოყენება ხდება პერიოდულად, ხოლო აპნოეს მძიმე ფორმის დროს საჭიროა მისი ყოველდღიური გამოყენება, რის გამოც უმჯობესია ამ აპარატის შეძენა. ასე რომ ბატონო არჩილ თუ მოახერხებთ აღნიშნული თერაპიის ჩატარებას, თქვენი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

3 комментария:

  1. ბატონო დავიტ გტხოვტ მიმასწავლეტ სად შევიძინო სიპაპის აპარატი. სასტრაფოდ მჭირდება. მადლობტ.

    ОтветитьУдалить
    Ответы

    1. გამარჯობათ, გთავაზობთ სიპაპის აპარატს ძილის აპნოეს დასარეგულირებლად. ფასი: 1200 ლარი. ტელ:577977062

      Удалить
  2. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить