თქვენს შეკითხვებს პასუხობს დოქტორი დავით მალიძე, კარდიოლოგი
- კითხვა: ბატონო დავით, ღამე არა თუ ჩემ თავს, მთელ ოჯახს ვაწუხებ ხვრინვის გამო. ამასთანავე ამ ბოლო დროს შევამჩნიე თითქოს გულის დამძიმება და აჩქარებები. ოჯახის ექიმმა მითხრა რომ მაქვს ძილის აპნოე. მაინტერესებს რამდენად სახიფათოა ეს ჩემი გულის მუშაობისთვის?
- ბატონო შალვა, ობსტრუქციული ძილის აპნოე ძირითადად იწვევეს არტერიულ წნევის მომატებას ან აუარესებს არტერიული ჰიპერტენზიის მიმდინარეობას. შეიძლება გამოიწვიოს მოციმციმე არითმიის განვითარება, გააუარესოს გულის უკმარისობის სიმპტომები და ჩამოაყალიბოს ფილტვისმიერი გული, გაახშიროს სტენოკარდიის შეტევები, იმ პიროვნებებში, რომლებსაც აქვთ გულის იშემიური დაავადება. იშვიათ შემთხვევებში ძილის აპნოემ შეიძლება გამოიწვიოს უეცარი კარდიული სიკვდილი (ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად ძილის აპნოეს გამო იღუპება 450 000 მდე ადამიანი). მისი უარყოფითი გამოვლინების ძირითადი მექანიზმი დაკავშირებულია ადრენალინთან. როდესაც პიროვნება ძილის აპნოეთი, გადადის ძილის ღრმა ფაზაში – ეწყებათ სუნთქვის გაიშვიათება, ზოგჯერ მცირე ხნით შეწყვეტა, რაც გამოწვეულია ხახის რბილი ქსოვილების ტონუსის დაქვეითების გამო ჰაერგამტარი გზების ნაწილობრივ ან სრულ გადაკეტვით, რაც იწვევს ხვრინვის და მოხრჩობის ხმების წარმოშობას. ჟანგბადის შემცველობა სისხლში ( ჟანგბადის სატურაცია) ვარდება 98% დან 78 % მდე. ეს არის ფიზიოლოგიური სტრესი, რომელიც იწვევს სისხლში მცირე რაოდენობის ადრენალინის გადასროლას, რაც იწვევს პიროვნების გამოღვიძებას და აიძულებს მას, ღრმად ისუნთქოს. ამგვარი გაღვიძებები იმდენად მცირეხნიანია, რომ ადამიანი მათ ვერ აცნობიერებს და ვერ იმახსოვრებს, ამიტომ, ვერც აანალიზებს პრობლემის აღნიშნულ მხარეს.

გთავაზობთ ფილიფსის ფირმის CPAP სიპაპის აპარატს ძილის აპნოეს დასარეგულირებლად. ფასი:1200 ლარი. დარეკეთ ნომერზე: 577977062
ОтветитьУдалитьდაამარცხეთ ძილის აპნოე / ხვრინვა. გთავაზობთ ფილიფსის ფირმის CPAP სიპაპის აპარატს ძილის აპნოეს დასარეგულირებლად. ფასი:1200 ლარი. დარეკეთ ნომერზე: 577977062
ОтветитьУдалить