вторник, 25 февраля 2014 г.

კითხვა კარდიოლოგთან. არტერიული წნევების ცვალებადობა

არტერიული წნევების ცვალებადობა
კითხვა: გამარჯობათ ! მამაჩემი 68 წლისაა,  რამდენიმე თვის წინ დაეწყო  წნევების ცვალებადობა, ხან დაბალი აქვს, ხან მაღალი, ზოგჯერ  დაბალი წნევიდან უცებ მაღალი უხდება, და შემდეგ მალევე დაბალი ხდება.  წნევა  მერყობს 90/60 დან 180/90 მდე. მისი მუდმივი წნევაა 125/80. რასთან შეიძლება ოყოს ეს დაკავშირებული?


პასუხი: გამარჯობათ ქალბატონო  თამარ! აქ აშკარადაა გამოხატული სისხლარღვთა ტონუსის რეგულაციის დარღვევა, რის გამოც ხდება წნევების ასე მკვეთრი ცვალებადობა. ეს ყველაფერი შეიძლება დაკავშირებული იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის  (თავის ტვინის) ფუნქციების დარღვევასთან, ამიტომ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ნევროპათოლოგთან. ამ დროს ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას უნდა დაუმატოთ დამამშვიდებელი საშუალებები.

პატივისცემით ექიმი კარდიოლოგი, მმდ დავით მალიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий