воскресенье, 23 февраля 2014 г.

კარდიოლოგიური დისტანციური კონსულტაცია. ადრენალინის გადმოსროლა ძილის წინ



კარდიოლოგიური დისტანციური კონსულტაცია.
ადრენალინის გადმოსროლა ძილის წინ
კითხვა: გამარჯობათ ბატონო დავით! ვარ 33 წლის. უკვე მეორე კვირაა ჩაძინების წინ ჩემში ხდება ადრენალინის გადმოსროლა რაც იწვევს კუნთების შეკუმშვას და წვის გრძნობას გულმკერდის მიდამოში. ეს ხდება რამდენიმეჯერ ღამის განმავლობაში, ძილის წინ არავითარი ცუდი ფიქრები და სტრესი არ მაქვს. მითხარით რასთან დაკავშირებით მემართება ადრენალინის გადმოსროლა. პატივისცემით ვანო.
პასუხი: გამარჯობათ ვანო. აუცილებლად გაიკეთეთ 24 საათიანი ეკგ ჰოლტერ მონიტორინგი ( რათა გამოვრიცხოთ არითმიული მოვლენები) და აგრეთვე 24 საათიანი არტერიული წნევის მონიტორინგი (რათა გამოვრიცხოთ ფარული არტერიული ჰიპერტენზია). კვლევების პასუხებით გააკათეთ ვიზიტი კარდიოლოგთან, და რათქმა უნდა პირველ რიგში გაიარეთ ნევროპათოლოგის კონსულტაცია. თუ გსურთ სად და ვის მიმართოთ კვლევებისა და კონსულტაციებისთვის მომწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე  vitiges63@hotmail.com ან სკაიპზე vitiges63

პატივისცემით კარდიოლოგი, მმდ  დავით მალიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий