суббота, 1 марта 2014 г.

კითხვა–პასუხი: მეოთხე, რეზუს უარყოფითი ჯგუფის სისხლის შეთავსება


კითხვა: მოგესალმებით, გილოცავთ  გაზაფხულის  პირველ დღეს.  შესაძლებელია თუ არა  მეოთხე  უარყოფითი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანს, საჭიროების შემთხვევაში რომელი  სისხლის ჯგუფი შეეთავსება.  დიდი მადლობა წინასწარ


პასუხი: მადლობთ მარიამ მეც გილოცავთ გაზაფხულის პირველ დღეს! ადრე ამ ჯგუფს ყველა ჯგუფის უარყოფით რეზუსის სისხლი გადაესხმებოდა. ამჯამად ასეთიტაქტიკა  გამართლებულია მხოლოდ ერითროციტული მასის გადასხმისას, ხოლო მთლიანი სისხლის გადასხმის შემთხვევაში დონორი და რეციპიენტი აუცილებლად თანამოსახელე სისხლის უნდა იყვნენ. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაშია დასაშვები 0 (I) ჯგუფის სისხლის გადასხმა ნებისმიერი სისხლის ჯგუფის მქონე პირისთვის და ისიც მცირე დოზით -დაახლოებით 400 
კარდიოლოგი, მედ მეცნ. დოქტორი დავით მალიძე

– ძალიან დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის, უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ


Комментариев нет:

Отправить комментарий