суббота, 25 июля 2020 г.

ხინკალი ჭინჭრით


ჭინჭრის ხინკალი ნაკლებად ცნობილი კერძია. რომელსაც ძირითადად კახეთში ამზადებენ. ზოგჯერ ჭინჭრის ფარშს ნიგოზი და ნიორიც ემატება.

ჭინჭრის ხინკლის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:

1. მოხარშული ჭინჭარი – 500 გ
2. ხახვი – 3 თავი
3. ქინძი – 1 კონა
4. ერბო – 2 ს/კ
5. ფქვილი – 600 გ
6. წყალი
7. მარილი და პილპილი

ხინკლის მომზადების საფეხურები:

ხახვი დავჭრათ წვრილად და ერბოში მოვშუშოთ.
ჭინჭარი მსუბუქად ამოვწუროთ ნახარშიდან და წვრილად დავჭრათ.
დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, მოშუშული ხახვი, მარილი და პილპილი.
ფქვილში ავურიოთ 1 სავსე ჩ.კ. მარილი, ნელ-ნელა დავასხათ წყალი და მოვზილოთ მაგარი ცომი.
ცომი ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და 30 წუთი გავაჩეროთ.
შემდეგ გავაბრტყელოთ 3 სმ სისქეზე, ამოვჭრათ ჭიქით და თითოეული თხლად გავაბრტყელოთ.
ცომის ფენაში ჩავდოთ გულსართი, და შევკრათ.
მოვხარშოთ ხინკალი მდუღარე მარილიან წყალში. საწებლად უხდება ერბოში მოშუშული ხახვი და ძმარი.

Комментариев нет:

Отправить комментарий