суббота, 4 января 2014 г.

"სადღესასწაულო" გულის სინდრომი

თურმე არსებობს ასეთი კლინიკური მდგომარეობა სადღესასწაულო გულის სინდრომი. მეცნიერების გამოთვლით ეს სინდრომი გვხვდება მამაკაცთა 20 % –ში თავაწყვეტილი ქეიფების შემდეგ დღესასაწაულების დროს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ან სინდრომისგან იღუპება დაახლოებიღ 200000 ადამიანი წელიწადში. შობა – ახალ წელზე მოსახლეობაში სიკვდილიანობა 5% –ით იზრდება. დიდი თუ მცირე დოზით ამ სინდრომის დამახასიათებელი სიმპტომები ცნობილია ყველა ჩვენგანისთვის.

 ამ სინდრომის ყველაზე უფრო დამახასიათებელი გამოვლინებაა წინაგულთა ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია) – გულის რითმის დარღვევა.  მოციმციმე არითმიის ტიპიური სიმპტომებია:
·         სწრაფი არითმული პულსი;
·         გულის მუშაობის შეფერხების შეგრძნება;
·         სისუსტე;
·         თავბუსხვევა;
·         ზოგჯერ გულის წასვლა დაბალი არტერიული წნევის გამო
მოციმციმე არითმიის პაროქსიზმი შეტევა– საშიშია იმით, რომ ძლიერ მატულობს თრომბის წარმოქმნის რისკი წინაგულებში, რომელიც შემდეგ შეიძლება მოძვრეს და მოხვდეს
  •   თავის ტვინში ( ინსულტი)
  • გულის სისხლძარღვებში (ინფარქტი)
  •  ნაწლავის სისხლძარღვებში ( მეზენტერიალური თრომბოზი)
  • კიდურების სისხლძარღვები (კიდურების მწვავე იშემია) 
საბედნიეროდ თრომბის წარმოქმნას სჭირდება 2 დღე, ამიტომ რჩება დრო აღვადგინოთ გულის რითმი და გავათხიეროთ სისხლი. სადღესასწაულო გულის სინდრომი უვითარდებათ პირველ რიგში
·         ჰიპერტონიკებს
·         გულით დაავადებულებს
·         ზედმეტი წონის და იმ ადამიანებს რომლებიც ეწევიან ჰიპოდინამიურ ცხოვრებას
·         აგრეთვე ყველა იმ პიროვნებას, რომელიც უზომოდ სვამს და ეწევა სიგარეტს

იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ ან შედარებით შევასუსტოთ ეს  მივიღოთ რაც შეიძლება ნაკლები
      ითვლება რომ, სადღესასწაულო გულის სინდრომის ძირითადი მიზეზეზი ორგანიზმის გაუწყლოებაა რომელიც ვითარდება ჭარბი ალკოჰოლის და კოფეინის ნაწარმის მიღებისგან, ამიტომ მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია წყლის ხშირი და საკმაო რაოდენობის მიღება სუფრაზე.  გახსოვდეთ რომ ჯობია წყალი მიიღოთ სუფრაზე ან დაწოლის წინ,  ვიდრე დილით „პახმელიაზე“ როდესაც წყლის მიღება შეიძლება საზიანოც კი იყოს. 
კარგია თუ წინასწარ მოიმარაგებთ
·         ასკორბინის მჟავას დრაჟეს ან „შუშხუნა“ ტაბლეტებს, 3–4 ცალი.
·         ნახშირის ტაბლეტებს (1 აბი 10 კგ მასაზე გათვლით )
·         ასპირინის ტაბლეტს დასაღეჭად, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას
·         რაიმე თავის ტკივილის აბს, რომელიც უკვე გამოცდილი გაქვთ
თუ მიღებული საშუალებების შედეგად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ისევ რჩება სისუსტე, სწრაფი არითმული პულსი და თვბრუსხვევა აუცილებლად  გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. გულის სერიოზული დაავადების მქონე პიროვნებებს გულის ნორმალური რითმის აღსადგენად აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ ელექტრული დეფიბრილაცია–კარდიოვერსია.   

"სადღესასწაულო"  გულის სინდრომი, წინაგულთა ფიბრილაცია

Комментариев нет:

Отправить комментарий