понедельник, 30 декабря 2013 г.
"Меньше надо пить" - უნდა ცოტა სვა!
გამოზარხოშების სინდრომი, ”პახმელია”, ალკოჰოლი
გამოზარხოშების სინდრომი იგივე ”პახმელია” დღესასწაულის არც თუ ისე სასიამოვნო გამოსავალს წარმოადგენს. თუმცა, შეიძლება მისი თავიდან აცილება. ნარკოლოგების განმარტებით, ადამიანების ნაწილი ახალ წელს განწყობილია არამარტო ალკოჰოლის ჭარბად მიღებისადმი, არამედ ამას ხშირად თან ახლავს საკმაოდ გამოხატული აგრესიულობა გარშემომყოფთა მიმართ.
ისევე, როგორც ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ალკოჰოლი სახიფათოა. მას ძლიერი ტოქსიური მოქმედება აქვს. ახალი წლის დღეებში მკვეთრად იზრდება სიკვდილიანობა, პირველ რიგში ინფარქტებისა და ინსულტების გამო. მეტია კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რაც ისევ ნერვულ სისტემაზე ალკოჰოლის ზეგავლენას უკავშირდება.
ეთილის სპირტი, იგივე ღვინის სპირტი, იგივე ეთანოლი - მიეკუთვნება ნარკოტიულ ნივთიერებებს. მნიშვნელოვან კონცენტრაციებში იგი იწვევს გაუწყლოვნებას, ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმის ყველა სისტემაზე. განსაკუთრებით მგრძნობიარეა ცენტრალური ნერვული სისტემა. ეთანოლი ამუხრუჭებს იმპულსების გადაცემას ერთი ნეირონიდან მეორეზე. იგი ამცირებს გონებრივ შრომისუნარიანობას, შემდგომ კი ზიანდება მოძრაობის კოორდინაციის ცენტრი.
დღესასწაულების ”გადატანა” ყველაზე მეტად უჭირთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დამოკიდებულების სინდრომი, მაგ. ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით დაავადებულებს, ასევე მწეველებს, კლეპტომანებს, ადამიანებს, რომლებიც მისდევენ აზარტულ თამაშებს. ამიტომაც ექიმები ასეთი ადამიანების ოჯახის წევრებს ურჩევენ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენას მათ მიმართ ახალი წლის დღეებში.
ალკოჰოლის ”უსაფრთხო” დოზის ზღურბლად მიჩნეულია 300 გრ ალკოჰოლი არაყზე გადათვლით. ნაბახუსევის მკუნალობაც უნდა დავიწყოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაირკვევა, რომ ნამდვილად ალკოჰოლით გადათრობასთან ან ინტოქსიკაციასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან ხშირად მისთვის დამახასიათებელი სიმპტომების ქვეშ იფარება ზედმეტი კვებისათვის და დაღლილობისათვის, ასევე უჰაერო სივრცეში ყოფნისათვის დამახასიათებელი ნიშნები. ასეთ შემთხვევაში დილით მიღებული ალკოჰოლის ზედმეტი დოზა შეიძლება გახდეს ”ბანკეტის” გაგრძელების საბაბი, რაც შემდგომში ნამდვილ ალკოჰოლურ გადათრობას გამოიწვევს.
განასხვავებენ სიმთვრალის რამოდენიმე ხარისხს:
• მსუბუქი სიმთვრალე დგება, როცა სისხლში ეთილის სპირტის კომცენტრაცია აღწევს 0,5—1%-ს;
• 1—2% კონცენტრაციის დროს ადგილი აქვს საშუალო სიმძიმის სიმთვრალეს;
• მძიმე სიმთვრალე დგება მაშინ როდესაც ეთანოლის კონცენტრაცია აღწევს 2,5—3%-ს;
• როდესაც ეთანოლის კონცენტრაცია სისხლში აჭარბებს 6%-ს, არც თუ ისე იშვიათია სასიკვდილო გამოსავალი.
ამიტომაც პირველ იანვარს კარგი იქნება, თუკი დავიწყებთ ”სანიტარულ დასუფთავებას” ანუ გავიწმინდავთ კუჭ-ნაწლავს, მივიღებთ შხაპს, რაც შეიძლება მეტ სითხეს, რათა გავაააქტივოთ ნივთიერებათა ცვლა. სასარგებლოა სუფთა ჰაერზე გასეირნება, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, მაგ სიარული, რაც ორგანიზმს საშუალებას მისცემს უფრო მალე აღიდგინოს სასიცოცხლო ძალები.
სადღესასწაულო დღეებში ასევე სახიფათოა საკვების გადაჭარებებული მიღება. აქაც სიფრთხილეა საჭირო. უნდა მივიღოთ ერთი შეხედვით, შესაძლებელზე სამჯერ ნაკლები. მაშინაც კი, როდესაც გვინდა ყველაფრის გასინჯვა, რაც სადღესასწაულო მაგიდაზეა წარმოდგენილი, უმჯობესია, თავშეკავება გამოვიჩინოთ და ნაწილი მეორე დღისათვის გადავინახოთ.
გამოზარხოშება, იგივე აბსტინენციის სინდრომი - ეს არის ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ალკოჰოლის მიღების შემდეგ. უფრო ზუსტად, მას შემდეგ, რაც სპირტის ნაწილი უკვე გამოსულია ორგანიზმიდან.
თავშეკავება შესაძლებელს ხდის თავიდან იქნას აცილებული მძიმე ინტოქსიკაცია, რომელიც ვითარდება არამარტო ალკოჰოლის მიღების გამო, არამედ მრავალფეროვანი, ხშირად ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტების: ცხიმიანი, ცილებისა და ნახშირწყლების მაღალი შემცველობის მქონე საკვების, მიღებისას. ფაღარათსა და თავის ტკივილს კი შეუძლია სადღესასწაულო განწყობის გაფუჭება. ამიტომაც უმჯობესია დღესასწულის დროს დროის ნახევარი მაინც დავუთმოთ ნამდვილ დასვენებას - გამოვიძინოთ, გავისეირნოთ, წავიდეთ თეატრში და ა.შ. ამის გარეშე საახალწლო დასვენების შემდეგ სამსახურში გასასვლელად არ გვეყოფა არც მორალური და არც ფიზიკური ძალები.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий