ხელოვნური გული, კარდიო–ქირურგიული ოპერაცია, მკურნალობა საფრანგეთში
ფრანგულმა კომპანია „Carmat”-მა წარმატებით განახორციელა ხელოვნური გულის ტრანსპლანტაცია პაციენტში, რომელსაც შეუძლია 5 წლის განმავლობაში იმუშაოს, ყველაზე უფრო დიდხანს, ამჟამად არსებული ხელოვნური გულებთან შედარებით. „Carmat” რომელმაც, შექმნა ეს აპარატი, განაცხადა რომ აპარატის იმპლანტაცია მოხდა 75 წლის პაციენტში – ჟორჟ პომპიდუს სახელობის პარიზის ევროპულ საავადმყოფოში, ერთი კვირის წინ, პაციენტი თავს კარგად გრძნობს, გამოიღვიძა და ესაუბრება თავისი ოჯახის წევრებს.
ხელოვნური გული იწონის თითქმის 900 გრამს, დაახლოებით 3–ჯერ მეტს ვიდრე ადამიანის – ხელოვნურ გულში გამოყენებულია სპეციალური სენსორები, გულის ნატურალური მოძრაობების მსგავსი მოძრაობების შესასრულებლად, რომელიც ენერგიას იღებს გარეგანი ლითიუმის ბატარეისგან. ხელოვნური გულის შიგნითა ზედაპირი ნაწილობრივ ამოფენილია ხარისგან მიღებული ბიოლოგიური ქსოვილით, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი თრომბის წარმოქმნის და იმუნური სისტემის მიერ უცხო სხეულის განდევნის პროცესი.
საფრანგეთმა შეიძლება იამაყოს თქვენი განსაკუთრებული წვლილით ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესების სფეროში –ეს სიტყვები მისწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კარდიოლოგიურ გუნდს –თავის მისასალმებელ წერილში.
კომპანიის გათვლებით ევროპასა და ამერიკაში დაახლოებით 100000 პაციენტმა შეიძლება მიიღის სარგებელი ამ აპარატისგან რომლის ფასი 140000 დან 180000 ევრომდე შეადგენს.
„Carmat”–ის წარმატებამ მისი მეტოქე ხელოვნური გულის ამერიკული კომპანიის „SynCardia Systems“, რომლის დამზადებული ხელოვნური გულით, პაციენტმა მხოლოდ 4 წელი იცოცხლა – მომავალი კვლევების გააქტიურებისკენ მზადყოფნა გამოიწვია.
ვიდეო: ხელოვნური გულის მუშაობა
"კარგის მტერი საუკეთესოა" –ვოლტერი


Комментариев нет:
Отправить комментарий